იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო მონტიმ განაცხადა, რომ მისი პროგრამა ანტიკრიზისული ღონისძიებების შესახებ არის ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად. მონტიმ აღნიშნა, რომ უარი ამ ღონისძიებებზე იტალიას საბერძნეთის მსგავს სიტუაციაში აღმოაჩენს. მონტის პროგრამა განსახილველად იტალიის პარლამენტს გადაეცა. ის გულისხმობს გადასახადების მომატებას, ხარჯების შემცირებას და საპენსიო სისტემის რეფორმას. ვარაუდობენ, რომ ანტიკრიზისული ღონისძიებების პაკეტი წააწყდება სერიოზულ წინააღმდეგობას იტალიის პარლამენტში.
tbl.ge/w6y
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- ძარცვა 3 წუთში – იტალიაში მუზეუმიდან სეზანის, რენუარისა და მატისის ნამუშევრები მოიპარეს
- იტალიაში გამოძიება დაიწყო ფრესკასთან დაკავშირებით, რომელიც აღდგენის შემდეგ მელონის ჰგავს
- რომში ისტორიული კოშკის ნაწილის ჩამონგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- იტალიაში მე-13 საუკუნის კოშკი ნაწილობრივ ჩამოიშალა და ერთი მუშა ნანგრევებში მოიყოლა
- იტალიაში ჩინური მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური რეიდის ფარგლებში 13 ადამიანი დააკავეს




