რუსეთის ცენტრალი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმირ ჩუროვმა უარყო პრესაში გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებში დამკვირვებლებს და ჟურნალისტებს სპირტიან სასმელებს შესთავაზებენ. ”ამით ისინი სამუშაო პროცესს მოწყდებიან. არყის სმა არ იქნება! ჩათვალეთ რომ მშრალი კანონია! დუმის არჩევნები ფხიზელ გარემოში ჩატარდება , საარჩევნო უბნებზე იმუშავებს ბუფეტები, მაგრამ იქ ალკოჰოლიანი სასმელები არ გაიყიდება,” - ამ განცხადებით ჩუროვი გამოეხმაურა პრესაში გაჟონილ ინფორმაციას , რომ საპარლამენტო არჩევნების დღეს რუსეთში ჟურნალისტების და დამკვირვებლების დათრობა დაიგეგმა, რომ გაცემულია ინსტრუქცია არჩევნების დღეს ალკოჰოლის მეშვეობით განეიტრალდეს დამკვირვებლების და ჟურნალისტების აქტივობა.
tbl.ge/126z
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
- რუსეთი აცხადებს, რომ მაღალჩინოსნების ტელეფონებში უცხოური ჯაშუშური პროგრამები აღმოაჩინეს
- მედია: რუსეთში ეძებენ სოსნოვსკის მანიაკს – ის ომში კოლონიიდან გაიწვიეს და გაიქცა
- რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც ოპოზიციონერი ემიგრანტების ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს
- დუგინი: შეიძლება ადამიანს ინტერნეტი ულუფებად მივცეთ, მაგალითად, კარგი ქცევის სანაცვლოდ




