სამხრეთ ოსეთი

ჯიოევამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევა დათანხმდა ცხინვალის „უზენაესი სასამართლოს“ თავმჯდომარის აცამაზ ბიჩენოვის წინადადებას  და გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება 27 ნოემბრის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. ჯიოევამ სარჩელი დღეს საღამოს შეიტანა, მისი განხილვა ხვალ დილიდან დაიწყება.

ამავე დროს, რუსული სააგენტოების ცნობით. ცხინვალში სიტუაციის დასარეგულირებლად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიემგზავრება.  ცნობა, რომ ცხინვალში რუს მაღალჩინოსანს ელიან, როგორც ედუარდ კოკოითის ადმინისტრაციაში, ისევე ოპოზიციონერი კანდიდატის შტაბში ადასტურებენ.

დღეს ალა ჯილევამ ედუარდ კოკოითის მოსთხოვა, გააუქმოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და არჩევნებში მისი გამარჯვება აღიაროს, სანაცვლოდ კი საპროტესტო აქციების შეწყვეტას და ხელშეუხებლობის გარანტიებს დაპირდა. 

კომენტარები