სამხრეთ ოსეთი

პუტინი სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელს  ლეონიდ თიბილოვს შეხვდა. რუსეთი დე-ფაქტო რესპუბლიკას სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში დახმარებას კვლავაც გაუწევს - პუტინის ამ დაპირებას სააგენტო РИА Новости ავრცელებს.  
რუსეთის პრეზიდენტი ცხინვალს სამუშაო ადგილების შექმნაში და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში, ასევე რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის გამართვაში დახმარებასაც დაჰპირდა. პუტინის თქმით, ეს არის პრინციპული საკითხებია, რადგან რესპუბლიკის მოსახლეობის 80 %-ს რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებულია. 
თიბილოვთან შეხვედრის დროს რუსეთის ფედერაციის პირველი პირი საქართველოსთან ურთიერთობასაც შეეხო. РИА Новости-ის ინგლისურენოვანი გვერდი პუტინის შემდეგ სიტყვებს ციტირებს - ”რეგიონში ვითარების ოდნავ შეიცვალა. იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილებები უკეთესობისკენაა  და ჩვენ შევძლებთ კეთილმეზობლური კავშირები დავამყაროთ  ყველა მეზობელთან”.
თავის მხრივ, ლეონიდ თიბილოვმა ვლადიმერ პუტინი ცხინვალში დაპატიჟა და განაცხადა, რომ ეს იქნება შეუდარებელი მოვლენა რესპუბლიკის ცხოვრებაში.

კომენტარები