სამხრეთ ოსეთი

ჯიოევას ვერ გაუგია რით ვერ მოიგო მოსკოვის გული

ოკუპირებული  რეგიონის  ეგრეთ წოდებულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ალა ჯიოვამ ”ნეზავისიმაია გაზეტასთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ ვერ მიიღო მოსკოვის მხარდაჭერა. ” მე არ მიცდია შევხვედროდი პუტინს და მედვედევს, მაგრამ  მოსკოვის  წარმომადგენლები ( რომლებთანაც  ურთიერთობა მქონდა ) ცდილობდნენ    ეჩვენებინათ, რომ მოსკოვს ჩემი დანახვაც კი არ სურს. ეს ჩემთვის გაუგებარია.  იმიტომ ვერ მოვიგე  მოსკოვის გული, რომ  ზედმეტად პრორუსული პოზიცია მაქვს?”-  კითხულობს ჯიოევა. ის განმარტავს, რომ არ აპირებს  რეგიონის დატოვებას   ” წასვლა იქნება იმ ადამიანების მოტყუება, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს”.  ალა  ჯიოევა ინტერვიუში აცხადებს, რომ 10 დეკემბერს  ცხინვალის  მოედანზე მისი ინაუგურაცია შედგება და დასძენს : ” თუკი მანამდე არ მომკლავენ ან არ დამიჭერენ”.

რუსეთის დუმის წარმომადგენელმა ვლადიმირ პლიგინმა  აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის და მისი ოპოზიციისთვის  პრინციპულად მნიშვნელოვანია კანონის დაცვა და სასამართლოს გადაწყვეტილების პატივისცემა.   ცხინვალის სასამართლომ  ძალაში დატოვა გადაწყვეტილება არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილების პატივისცემის მოწოდებით დღეს დე ფაქტო პარლამენტიც გამოვიდა, მან ურჩია რეგიონის მოსახლეობას დაუფიქრდეს    რა გაუთვალისწინებელ პროცესებში შეიძლება გადაიზარდოს დაპირისპირება. 

კომენტარები