აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა მიანმარში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. 30 ნოემბერს იგი ქვეყნის დედაქალაქში ჩავიდა. ამერიკელი მაღალჩინოსანი მოლაპარაკებებს გამართავს მიანმარის სამოქალაქო ლიდერებთან, რომლებსაც ქვეყნის სამხედროები მხარს უჭერენ. ამერიკელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, კლინტონი მათ საერთაშორისო პოლიტიკაში ჩართვასა და ნახევარსაუკუნოვანი იზოლაციიდან გამოსვლისკენ მოუწოდებს.
როგორც ცნობილია, მიანმარი 1962 წლიდან, სამხედროების მიერ მოწყობილი გადატრიალებისა და ავტორიტარული რეჟიმის დამყარების შემდეგ, პასიურ პოლიტიკას ატარებდა. თუმცა, ახალმა ლიდერებმა აქტიური პოლიტიკის დაწყება გადაწყვიტეს.
აღსანიშანვია, რომ კლინტონი აშშ-ის პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ქვეყანას ბოლო 50 წლის განმავლობაში ეწვია.




