აშშ საგარეო პოლიტიკა

ჯონ მაკკეინი: ბაშარ ასადის და შესაძლოა პუტინსაც, სანერვიული აქვთ

ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის  განცხადებით ,  ლიბიაში ოპოზიციის გამარჯვების  შემდეგ, დიქტატორებს  ნერვიულობა მართებთ. ” ჩემი აზრით, დიქტატორებს მთელს მსოფლიოში სანერვიული აქვთ, არა მარტო ბაშარ ასადის, შესაძლოა ბატონ პუტინსაც, ლიბიაში დიქტატორის წინააღმდეგ ხალხი გამოვიდა, საფრანგეთის, ბრიტანეთის და ნატოს საჰაერო ძალების მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოუვიდოდათ, მაგარამ მაინც ვფიქრობ, რომ ეს გაზაფხული არ არის მარტო არაბული გაზაფხული.”- თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა ბიბისი-თვის მიცემულ ინტერვიუში. ” თქვენ  უშვებთ ”გაზაფხულს” რუსეთში? ამ შეკითხვას  მაკკეინმა უპასუხა : ”   სავსებით შესაძლებელია  ხალხმა გააპროტესტოს ისეთი ხელისუფლების  პოლიტიკა, რომელიც არ არის დემოკრატიული ,  არ არის ისეთი, როგორზეც რუსები საბჭოთა კავშირის ნგრევის დროს ოცნებობდნენ. მე არ დავიწყებ  ვარაუდებს  შეიარაღებულ გამოსვლებზე , მაგრამ ვფიქრობ, რომ იქნება მნიშვნელოვანი საპროტესტო მოძაობები სხვა და სხვა ქვეყნებში. ”  

 

კომენტარები