აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ადამიანის უფლებების რღვევისთვის და ოპოზიციაზე ზეწოლისთვის უკრაინა და ბელარუსია გააკრიტიკა. ვილნიუსში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ჰილარი კლინტონმა ლუკაშენკას ხელისუფლება ოპოზიციის დევნაში დაადანაშაულა და მიანიშნა ისიც, რომ უკრაინაში , იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.
” ჩვენ გვესმის, რომ ეს წელი იყო უკიდურესად მძიმე ბელარუსიის მოსახლეობისთვის”- თქვა კლინტონმა ვილნიუსში, უკვე ბელარუს აქტივისტებთან შეხვედრაზე და დასძინა, რომ აშშ კვლავაც მოსთხოვს ბელარუსიის ხელისუფლებას გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები.




