აშშ საგარეო პოლიტიკა

ჰილარი კლინტონი გაეროს, რუსეთს და ჩინეთს აკრიტიკებს

აშშ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭო იმის გამო, რომ მან  ვერ გაართვა თავი  საკუთარ  მისიას სირიის კრიზისთან დაკავშირებით. სახელმწიფო მდივანმა უშიშროების საბჭოში  სირიის კრიზისის შესახებ რეზოლუციის ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უშიშროების საბჭომ ”უარყო პასუხისმგებლობა”, ხოლო რუსეთმა  და ჩინეთმა ( რომლებმაც ვეტოს უფლებით ისარგებლეს) ახსნა-განმარტება უნდა მისცენ სირიელ ხალხს. ” სირიელ ხალხს არ დაავიწყდება, რომ უშიშროების საბჭომ არ მიიღო რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს დაემუქრებოდა საერთაშორისო ზომებით, თუკი ის გააგრძელებდა ძალადობას დემონსტრანტების მიმართ.  რუსეთმა  და ჩინეთმა  დაუშვებლად მიიჩნიეს  სანქციების დაწესება სირიის რეჟიმის წინააღმდეგ და  გაეროში  ვეტო დაადეს   შესაბამისი რეზოლუციის პროექტს.  

კომენტარები