თეირანში ირანელმა სტუდენტებმა იერიში მიიტანეს ბრიტანეთის საელჩოზე, ჩაამსხვრიეს ფანჯრები და დაწვეს ბრიტანეთის დროშა.საელჩოს ტერიტორიაზე შეკრებილი რამდენიმე ასეული დემონსტრანტი სკანდირებდა: „ სიკვდილი ბრიტანეთს!“ ისინი მოითხოვდნენ ირანიდან ბრიტანეთის ელჩის წასვლას. მოგვიანებით მსგავსი თავდასხმა მოხდა თეირანში მდებარე ბრიტანეთის მეორე დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე. გავრცელებული ცნობებით, პოლიციას მოუხდა ცრემლსადენი გაზის გამოყენება აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდების წინააღმდეგ. ანტიბრიტანული გამოსვლა მოხდა მას შემდეგ, რაც სანქციების დაწესების საპასუხოდ ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ლონდონთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას. ირანის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის ახალი სანქციები კი მოჰყვა ატომური ენერგის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნას, რომელშიც აღინიშნა, რომ ირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობდა. თეირანში დიდი ბრიტანეთის საელჩოზე თავდასხმა დაგმო აშშ-მ, რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს „მიუღებელი“ უწოდა.
tbl.ge/10cv
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- ირანმა იანვრის საპროტესტო აქციების ორი "ლიდერი" სიკვდილით დასაჯა
- მედია: ირანის პრეზიდენტმა ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომის აღდგენის ბრძანება გასცა
- ირანში ისრაელისთვის ჯაშუშობის ბრალდებით მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს
- ავსტრალიაში ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების 5 მოთამაშეს ჰუმანიტარული ვიზა მისცეს
- ირანის ახალ უზენაეს ლიდერად ალი ხამენეის შვილი, მოჯთაბა აირჩიეს




