საქართველო-სომხეთის ურთიერთობა

სააკაშვილი ერთიანი კავკასიის იდეის შესახებ

თბილისში, საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების  შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა  ერთიანი კავკასიის უალტერნატივობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ კავკასიის ყველა ქვეყნის,  ყველა ხალხის ინტერესშია კავკასიის გაერთიანება ,  ”კავკასიის ერთიანი ეკონომიკური სივრცის და პერსპექტივაში ერთიანი თანამეგობრობის შექმნა”. სააკაშვილმა ამ იდეასთან დაკავშირებით აღნიშნა,  რომ ის აუცილებლად განხორციელდება.

„ კონფლიქტები, რომელიც ხელოვნურად იყო თავზე მოხვეული ჩვენი ქვეყნებისთვის ადრე თუ გვიან გადაწყდება – მე ვფიქრობ, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. რაც უფრო ნაკლები იქნება ჩარევა გარედან, მით უფრო მეტად შევძლებთ ჩვენ საერთო ენა მოვნახოთ ერთმანეთთან და მით უფრო ჩქარა შევძლებთ საერთო ევროპულ სივრცეში ინტეგრირებას“. - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 რაც შეეხება სომხეთთან მიღწულ შეთანხმებებს,  სააკაშვილის თქმით: ”  ორი ქვეყანა კიდევ უფრო გააღრმავებს ურთიერთობებს, მათ შორის საზღვრის გადაკვეთის უკიდურესი გამარტივებით, შემოწმება იქნება ერთ პუნქტში, ერთჯერადად, უმეტეს შემთხვევაში მანქანიდან გადმოსვლის გარეშე, ეს იქნება ისეთივე გამჭვირვალე საზღვარი, როგორიც არის მაგალითად შვეიცარია–საფრანგეთის საზღვარი და ბევრი სხვა საზღვარი ევროპაში“.   თავის მხრივ  პრეზიდენმა სარგსიანმა ღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ბოლო წლებში დინამიურად ვითარდება ყველა სფეროში და ეს ტემპი უნდა გაგრძელდეს.

სომხეთის პრეზიდენტი  სერჟ სარგსიანი თბილისს 2 დღიანი ვიზიტით 29 ნოემბერს ეწვია. 

კომენტარები