კალინინგრადის ოლქში რადიოსალოკაციო სადგური იმუშავებს. ” დასავლეთის ქვეყნებს ეს შეუძლიათ აღიქვან სიგნალად რუსეთის მზადყოფნის შესახებ , ადეკვატური პასუხი გასცეს ევროპაში თავდაცვითი ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას”- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და თან დასძინა, რომ კალინინგრადის სადგური გამოყენებული იქნება საერთო სარაკეტო საფრთხეზე რეაგირებისთვის. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ თუ რუსეთის სიგნალს დასავლელი პარტნიორები ყურად არ იღებენ , რუსეთი გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს, მათ შორის თავდასხმითი სისტემების განლაგების მიმართულებით. ერთი კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ წარმოადგენდა ინიციატივებს ევროპაში აშშ-ს ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის განთავსების გეგმის საპასუხოდ.
tbl.ge/17cs
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
- რუსეთი აცხადებს, რომ მაღალჩინოსნების ტელეფონებში უცხოური ჯაშუშური პროგრამები აღმოაჩინეს
- მედია: რუსეთში ეძებენ სოსნოვსკის მანიაკს – ის ომში კოლონიიდან გაიწვიეს და გაიქცა
- რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც ოპოზიციონერი ემიგრანტების ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს
- დუგინი: შეიძლება ადამიანს ინტერნეტი ულუფებად მივცეთ, მაგალითად, კარგი ქცევის სანაცვლოდ




