გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო სირიის უშიშროების ძალებს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს. საბჭოს მიერ შექმნილმა საერთაშორისო დამოუკიდებელმა კომისიამ სირიაში რეჟიმის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ გატარებული რეპრესიების შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ გასულ მარტში დაწყებული გამოსვლების შემდეგ, ბაშარ ასადის სამხედროებმა ასობით ბავშვი დახოცეს, ზოგიერთი მათგანი გაუპატიურებული იყო. ანგარიშის ავტორებმა მოუწოდეს სირიის რეჟიმს შეწყვიტოს ადამიანის უფლებების უხეში რღვევა, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და ქვეყანაში შეუშვას მედიის და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები. სირიაში ბაშარ ასადის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე გამოსვლებს გაეროს მონაცემებით 3500 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. საფრანგეთის საგარეო მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ სირიის რეჟიმის დღეები დათვლილია, ეს ითქვა მას შემდეგ რაც არაბული ლიგის ქვეყნები შეთანხმდნენ სირიისთვის სანქციების დაწესებაზე.
tbl.ge/bsf
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- სირიის ხელისუფლებამ დამასკოში ალკოჰოლი აკრძალა
- ჰეზბოლას განიარაღების საკითხში სირიის პრეზიდენტმა ლიბანს მხარდაჭერა გამოუცხადა
- სირიის მთავრობამ და ქურთულმა ძალებმა ზავის სტაბილიზაციის მიზნით ახალი შეთანხმება დადეს
- კრემლმა სირიის ქამიშლის აეროპორტის დაცლა დაიწყო, სადაც რუსული ძალები 2019 წლიდან იყვნენ
- შეტაკებების ფონზე სირიის ციხიდან ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრები გაიქცნენ




