გამოფენა

გამოფენა - ”სამი მეგობარი”

2011 წლის 22 ნოემბერს 18.00 საათზე სიმონ  ჯანაშიას სახელობის საქართველოს  მუზეუმში   გაიხსნება გამოფენას სახელწოდებით  „სამი მეგობარი“.

გამოფენა  „სამი მეგობარი“ წარმოადგენს სამი ხელოვანის - ოთარ ვეფხვაძის (კერამიკა), ივარს ბუმბიერეს (მხატვრობა) და პეტერის მარტინსონის (კერამიკა) ხელოვნების ნიმუშების  შემოქმედებით შეხვედრას. გამოფენაზე  წარმოდგენილია 90-ამდე კერამიკული და ფერწერული ნამუშევარი.

ექსპოზიცია  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 2011 წლის 11 დეკემბრამდე გაგრძელდება. გამოფენის ორგანიზატორები არიან: ლატვიის საელჩო საქართველოში, ETA Consultants, საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

კომენტარები