რუსეთი

პუტინს მოსკოვის ოლიმპიურ დარბაზში დაუსტვინეს

შერეული  საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლების  თეოდორ ემელიანენკოს და ამერიკელ ჯეფ მონსონის ასპარეზობის შემდეგ, რუს სპორტსმენს გამარჯვება რუსეთის პრემიერმა ვლადიმირ  პუტინმა მიულოცა. მისალოცად ის რინგზე ავიდა და  სიტყვა მიკროფონში წარმოთქვა, თუმცა   პუტინის სიტყვა დარბაზში  შეკრებილი გულშემატკივრების სტვენამ გადაფარა. მატჩის ადგილზე  სანახავად დარბაზში 22000 ადამიანი იმყოფებოდა. მოსკოვის  სპორტკომპლექსის დარბაზში  მომხდარი ეს სკანდალი აქტიურად განიხილება  რუსეთის და უცხოეთის პრესაში .  საჭიროდ    ჩაითვალა განმარტების გაკეთება და  რუსეთის ახალგაზრდობის საქმეთა ფედერალური სააგენტოს პრეს-მდივანმაც  აღნიშნა, რომ  გულშემატკივრები პუტინს სიხარულის და  აღფრთოვანების გამო უსტვენდნენ.   დამკვირვებლები აღნიშნავენ , რომ ეს იყო პირველი მსგავსი უხერხული სიტუაცია ვლადიმირ  პუტინისთვის.  რადიო ”ეხო მოსკოვი”  თავის ცნობაში,  თვითმხილველებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ პუტინი   აშკარად  გაოცებული იყო  პუბლიკის მოულოდნელი   რეაქციით, თუმცა მალევე შეძლო , თავის ხელში აყვანა. 

კომენტარები