c ჰეპატიტი

ახალი პრეპარატები c ჰეპატიტისაგან განკურნების შანსს 70%-მდე ზრდის

4-8 ნოემბერს, ჰეპატოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე ჰეპატოლოგებმა  ახალი თაობის მედიკამენტები წარმოადგინეს. მკურნალობის კურსში ახალი პრეპარატების Boceprevir-სა ან Telaprevir-ის დამატება c ჰეპატიტის განკურნების შანსს 40%-იდან 70%-მდე ზრდის. კონფერენციას ქართველი მედიკოსებიც დაესწრნენ. როგორც ტაბულასთან საუბრისას ჰეპატოლოგმა, პროფესორმა ლალი შარვაძემ განმარტა, ახალი პრეპარატი ამერიკის წამლის სააგენტომ მაისში დაამტკიცა და უკვე რამდენიმე თვეა ამერიკასა და ევროპაში პაციენტების მკურნალობა სამმაგი თერაპიით მიმდინარეობს.  შარვაძის  თქმით, ახალი პრეპარატები ძვირადღირებულია და საქართველოში ჯერ არ შემოსულა. თუ როდის მოხერხდება ახალი პრეპარატებით მკურნალობა საქართველოში ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები