პუტინის რუსეთი

რუსეთში ერთ-ერთი სექტა პუტინს ადიდებს

გერმანული გამოცემა Spiegel-ის ცნობით, ნიჟნი ნოვგოროდთან ახლოს მდებარე სოფელ ბოლშაია იელნიაში რუსეთის პრემიერ მინისტრს და მომავალ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სცემენ თაყვანს. სექტის მიმდევრების რწნმენით, პუტინი პავლე მოციქულის რეინკარნაციაა.

სექტის ლიდერის დედა ფოტინაა, რომელიც სექტის მიხედვით ღმერთს ესაუბრება. დედა ფოტინას თქმით, ისევე როგორც ბიბლიური სავლე  დევნიდა ქრისტიანებს და შემდეგ ქრისტიან პავლედ  იქცა , ისევე პუტინი, ერთ დროს საბჭოთა სპეცსამსახურის, КГБ-ის აგენტი, პრეზიდენტად ქცევის შემდეგ წმინდა პავლეს რეინკარნაციად იქცა: „საბჭოთა აგენტები წვავდნენ ეკლესიებს და მათ ადგილას აუზებს აშენებდნენ, მაგრამ როცა პუტინი პრეზიდენტი გახდა, მასში სულიწმინდა ჩასახლდა და მას შემდეგ ის ბრძნულად მართავს, როგორც მოციქული“.

დედა ფოტინას თქმით, პუტინში ცარის სულიც არის. მისი მრევლი ყოველდღე ლოცულობდა წმინდა პუტინი-პავლეს ხატის წინაშე, რომ პუტინი კრემლში დაბრუნებულიყო. დედა ფოტინას უგნურად მიაჩნია ის ხალხი, რომელიც პუტინის კრემლში დაბრუნებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათ მაინც არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ, რადგან პუტინი თავად ღმერთმა დანიშნა, რათა ერი იესო ქრისტეს დაბრუნებისთვის მოამზადოს.

დედა ფოტინასთვის რელიგიური ლიდერობა სიახლე არ არის, აქამდე ის კოსმო-ენერგეტიკული მედიცინის ცენტრის სექტას ხელმძღვანელობდა. 

კომენტარები