ინგლისში მიიღეს ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე მოზარდებს სოლარიუმებით სარგებლობა ეკრძალებათ. დაწესებულება, რომელიც 18 წლამდე მოზარდს სოლარიუმში გარუჯვის მოსახურებას გაუწევს, 20 ათასი გირვანქა სტერლინგით (თითქმის 33 ათასი დოლარი) დაჯარიმდება. კონტროლს ახალ კანონის აღსრულებაზე ადგილობრივი თვითმმართველობები განახორცილებენ. ”ეს კანონი შეამცირებს კანის ავთვისებიანი სიმსივნით, მელანომათი დაავადების რისკს, რომელიც ყველაზე გავრცელებული 15-24 წლამდე ადამიანებშია,” განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ან მილტონმა.
2007 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის სოლარიუმით სარგებლობით აკრძალვის რეკომენდაცია გასცა. ორგანიზაციამ სოლარიუმში გარუჯვა, თამბაქოს მოწევასთან ერთად, მელანომას და კანის სხვა მძიმე დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის წყაროდ დაასახელა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მონაცემებით, ამ ტიპის დაავადებათა რიცხვი გამუდმებით იზრდება. ნორვეგიასა და შვედეთში ბოლო 45 წლის განმავლობაში ეს რიცხვი გასამმაგდა, ხოლო აშშ-ში ბოლო 30 წლის მანძილზე გაორმაგდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ამ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ სოლარიუმში გარუჯვაზე ასაკობრივი შეზღუდვა რამდენიმე ქვეყანაში შემოიღეს. აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე მზიან შტატში - კალიფორნიაში 18 წლამდე მოზარდებს სოლარიუმებში გარუჯვა ექიმის დანიშნულების გარეშე სასტიკად ეკრძალებათ. 2008 წელს მსგავსი კანონი შოტლანდიაშიც მიიღეს. კანონი სოლარიუმით სარგებლობის შესახებ ბრიტანეთში მას შემდეგ გამკაცრდა, რაც გასულ კვირას ფონდ Cancer Research UK-მ ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევამ აჩვენა, რომ ბრიტანეთში ყოველდღე მელანომას ორი ახალი შემთხვევა ვლინდება.
2009 წელს ქართველმა ექიმებმა ჯანდაცვს მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით საზოგადოება გააფრთხილეს, რომ სოლარიუმით სარგებლობა მოზარდებში განსაკუთრებული რისკის შემცველია. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროდან საქართველოში მოქმედ სოლარიუმებს ამასთან დაკავშირებით რეკომენდაცია არ მიუღიათ.
”ტაბულასთან” საუბარში სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ცენტრის, ”ნაუტილუსის” ექიმმა, ეკა თოფურიძემ განაცხადა, რომ დაწესებულებამ 18 წლამდე მოზარდებისთვის სოლარიუმში შესვლა აკრძალა. მისი თქმით, აკრძალვის მიზეზი ის გახდა, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მოზარდები მშობლების ნებართვის გარეშე დადიან სოლარიუმში. ”შემდეგ დაწესებულებას პრობლემები ექმნება მშობლის პრეტენზიების გამო,” აღნიშნა მან ”თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობელს თავად მოჰყავს შვილი გასარუჯად. ამ შემთვევაში ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ, უბრალოდ რეკომენდაცია შეგვიძლია მივცეთ, რომ ეს ჯანმრთელობისთვის საზიანოა. თუმცა ხშირად ამ რეკომენდაციის გათვალისწინება არ ხდება, ჩვენ კი აკრძალვის უფლება არ გვაქვს,” დასძინა თოფურიძემ.
საზოგადოდ მიჩნეულია, რომ გარუჯვისას მთავარ საფრთხეს გარუჯვის დროის გადაჭარბება წარმოადგენს. თუმცა, ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოზარდებში თვეში ერთხელ და შეზღუდული დროით სოლარიუმით სარგებელობაც კი ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების რისკს 75 პროცენტამდე ზრდის.