აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ქართველი ბლოგერი ვაჟა დიასამიძე, რომელიც livejournali.com-ზე ბლოგს ”მორიელის” ფსევდონიმით წერდა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებებლი გახდა. ის აქამდე ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ბაჩუკი ჩხაიძის მოადგილე იყო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ ტურიზმის დეპარტამენტის თითქმის მთელი შემადგენლობა თანამდებობიდან გაათავისუფლა. მის განცხადებით, აჭარა წელს ტურისტების ნაკადის განსაკუთრებულ ზრდას ელოდება და ”სრულად ახლებურად და ეფექტურად ორგანიზებული” ტურიზმის დეპარტამენტი სჭირდება. დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის ახალმა შემსრულებელმა საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნისს განუცხადა, რომ დეპარტამენტი ახალი თანამშრომლებით დაკომპლექტდება, რომელებიც კონკურსის წესით შეირჩევიან.
6 აპრილს ვაჟა დიასამიძემ თავი ბლოგზე დაწერა: ”როდესაც ვფიქრობ რატომ გავხდი ბლოგერი, ერთ-ერთი პასუხი რაც თავში მომდის ისაა, რომ საკუთარი თავის რეალიზების ახლი შესაძლებლობა მჭირდებოდა. ახლა კი იმდენი შესაძლებლობა და ვალდებულება მაქვს ”თვითრეალიზაციისთვის” რომ სხვა კითხვა მაწუხებს - რა იქნება ჩემთვის რუსულენოვანი ბლოგი, იქნებ დამეხმაროთ პასუხის გაცემაში. რჩევებსაც და წინადადებებასაც მივიღებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ეფექტური მუშაობის ორგანიზების საკითხში”.
საკადრო ცვლილებები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 2011 წლის 12 იანვარშიც განხორციელდა. ბაჩუკი ჩხეიძემ მაშინ დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე თემურ დიასამიძე ჩაანაცვლა.
წინასწარი გათვლებით, აჭარაში წელს მილიონზე მეტ ტურისტს ელოდებიან.