ბრიუსელის სკოლის მასწავლებელი ელს კლოტემანსი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ედება კონკურენტი ქალის, ელს ვან დორენის მკვლელობა. მკვლელობის მოტივად სახელდება ის, რომ ორივე ქალს ერთი და იგივე მამაკაცი უყვარდა, ჰოლანდიელი სკაიდაივერი, რომელიც კლოტემანსს მხოლოდ თავისთვის უნდოდა. მან მკვლელობის ორიგინალური მეთოდი მოიფიქრა – პარაშუტით გადმოხტომის წინ კონკურენტს თოკები დაუსერა, რის გამოც იგი ათასი მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და ადგილზე დაიღუპა. სარეზერვო პარაშუტის გახსნის უშედეგო მცდელობები მის ჩაფხუტზე დამაგრებულმა კამერამაც დააფიქსირა.
სისხლიანი სიყვარული

tbl.ge/lt3
დაკოპირდა




