Microsoft-ის იმპერია საპასუხო დარტყმას ამზადებს. სტივენ ბალმერმა ოფიციალურად წარადგინა Windows Phone 7, ოპერაციული სისტემა სმარტფონებისათვის, რომელმაც კონკურენცია უნდა გაუწიოს სამ ვეშაპს, მობილური ტელეფონების ბაზარი რომ აქვთ თანაბრად გადანაწილებული: Apple-ის iOS-ს, Google-ის Android-ს და RIM-ის BlackBerry OS-ს. Microsoft-ის მარკეტინგული გათვლა, ასოციაციურად დაუკავშიროს მობილური ტელეფონების ოპერაციული სისტემა, აწ უკვე ბესტსელერად ქცეულ Windows 7-ს, გასაგებია, თუმცა რამდენად გაამართლებს იგი ჩვეულებრივი მომხმარებლების მოლოდინს, ამას სულ მალე გავიგებთ. HTC-ის, Samsung-ის, LG-ის და Dell-ის წარმოებული Windows Phone 7-იანი ტელეფონები, რომელთა რიცხვი დღეისათვის ცხრას შეადგენს, ამერიკაში 21 ოქტომბრიდან ჩაეშვება გაყიდვაში, ევროპაში – ნოემბრის დასაწყისში, ჩვენამდე კი როდის მოაღწევს, ღმერთმა უწყის.
Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის, სტივენ ბალმერის განცხადებით, ახალი ოპერაციული სისტემის მზადების პროცესში ისინი ცდილობდნენ, რომ Windows Phone 7 არ ყოფილიყო არსებული ოპერაციული სისტემების მსგავსი, განსაკუთრებით კი iPhone-ის ოპერაციული სისტემისგან (iOS-სგან) უნდა ყოფილიყო რადიკალურად განსხვავებული, რაც Apple-ის და Microsoft-ის ისტორიული ბრძოლის გამოძახილი უფროა, ვიდრე რაიმე ახლის შექმნის მცდელობა.
ყოველი კომპანია თავისი ხერხებით ცდილობს მობილური პირმშოს გაქაჩვას. Google თავის სერვისებს აყოლებს, Apple პერსონალურ კომპიუტერს, i-Pod-სა და i-Phone-ს შორის სრულ სინქრონიზაციაზე დებს ფსონს. ჰოდა, რა გასაკვირია, თუკი Microsoft-მაც თავისი „კოზირების” გამოყენება დაიწყო: Windows Phone 7-ს მოჰყვება Microsoft Office-ის მობილური ვერსია, თავსებადობა Windows Live Messanger-თან და Hotmail-თან და ჯოკერი, რომლითაც Microsoft-ი კონკურენტების დამარცხებას აპირებს – თავსებადობა სათამაშო კონსოლ Xbox-თან. თამაშების მწარმოებლებმა უკვე დაიწყეს Xbox-ის ბესტსელერი თამაშების მობილურ ვერსიაზე მუშაობა.
შეძლებს თუ არა ბილ გეიტსის იმპერია განახორციელოს ის, რაც თავის დროზე უკვე გააკეთა პერსონალური კომპიუტერების შემთხვევაში – წაართვას Apple-ს ბაზარი და გახდეს ლიდერი – ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ახლა Apple და Microsoft-ი მარტონი აღარ არიან.