იცი რას ნიშნავს, როცა ღამე გეღვიძება და მარწყვების ხმა გესმის? დაგერხა ესე იგი, ძმაო, დაგერხა!” თქვა ლევანმა და იქვე განმარტა. როგორც აღმოჩნდა, მარწყვების ხმა სათამაშო ავტომატის ენაზე, მოგებას ნიშნავს.
გემბლერი აზარტული თამაშებით გატაცებული ადამიანია. ლევანიც გემბლერია და, რა თქმა უნდა, ის ერთადერთი არ არის მათ შორის, ვისთვისაც მარწყვების წკარუნმა საყვარელი ადამიანების ხმები გადაფარა. თამაში ადრეულ ასაკში დაიწყო, რაც უფრო ხშირად კავდებოდა ამ საქმით, მით უფრო ნაკლებ აინტერესებდა გარე სამყარო. „იყო შემთხვევები, როცა უბრალოდ ფული მინდოდა. ესეც ისევ თამაშისთვის”. გართობის სხვა საშუალებებმა და კარიერამ მისთვის მნიშვნელობა მალევე დაკარგა.
მარწყვების ხმის გაჟღერებამდე, ჯიბეში თურმე მეტალის ხმა ქრება. როცა ფული არ არის, მისი შოვნა გიწევს. ქურდობა ვერ გაბედა, მუშაობისთვის არ ეცალა – ამიტომ მისი სახლიდან ნელ-ნელა გაქრა ჯერ ძვირფასეულობა, შემდეგ საოჯახო ტექნიკა. ბოლოს – ცოლიც. ახლა დახმარება სჭირდება, მაგრამ თავს დაავადებულად მაინც არ მიიჩნევს – უბრალოდ ცუდად ვიქცევიო, ამბობს და თან ეჭვნარევი მზერით უყურებს თავის დახეულ კეტებს. გაუმართლა, სისხლის ჩაბარება ჯერ არ დასჭირვებია, ისე, როგორც მის მეგობრებს. თუმცა ამ სიტუაციაში, დიდი „დახმარების” აღმოჩენა სათამაშო ავტომატების გვერდით გახსნილ ლომბარდს შეუძლია. როგორც ყოველთვის, სოკოებივით მომრავლებულ სლოტ კლუბებთან, ახლო მანძილზე ერთი მსგავსი დაწესებულება მაინც არის გახსნილი. თითქოს ჯიბრზე.
კაზინოში დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდები ანერვიულებულ, თვალებჩაწითლებულ ადამიანებს. რომლებიც მრავალდღიანი თამაშის შემდეგ წაგებული თანხის დაბრუნებას, მეზობელ მაგიდაზე მჯდარი ახალწვეულისგან რამდენიმე ლარის თხოვნით ცდილობენ. თამაშში ჩაძირული გემბლერისთვის არსებობს ფულის შოვნისა და სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი მეთოდი – ახალი ფსონი. ის მოგების ჟინით არის შეპყრობილი და თავში მხოლოდ ერთი რამ უტრიალებს – რამენაირად დაიბრუნოს წაგებული თანხა. ბოლომდე. ამიტომ, მათხოვრობით მოპოვებულ რამდენიმე ლარს ისევ სათამაშო მაგიდაზე დებს და მინიმალური შანსებით ელოდება უფრო მეტის შოვნას. მოთამაშე „კონტროლის ილუზიის” ტყვეა, ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის. წაგების შემთხვევაში ფიქრობს, რომ წარუმატებლობა უყურადღებობის ბრალია და მეტი დაკვირვების შემთხვევაში აუცილებლად მოიგებს! უნდა მოიგოს! მოგება ხომ უმთავრესია, რაც გემბლერს უნდა. 26 წლის ვანო გონებაში დეტალურად ინახავს ინფორმაციას ყოველი წარმატების შესახებ, მაგრამ წაგების მოგონება... არ სურს. არ ახსოვს. და საერთოდ, არავინ იცის სად გადის ჯადოსნური ზღვარი. როდის ხდება ერთჯერადად მოთამაშე, პროფესიონალი გემბლერი.
ამ დროს კი, სათამაშო ბიზნესს თავისი კანონები აქვს. კაზინო აუცილებლად დაგეხმარებათ მაღალი თვითშეფასების ჩამოყალიბებაში, რომ შემდეგ ჯიბეგამოფხეკილი გაგისტუმროთ სახლში, თუ, რა თქმა უნდა, უკვე არ წააგეთ! მაგრამ როცა გემბლერად ყალიბდები, ლოგიკა აღარაფერში გჭირდება. ის შენს „გენიაზე” პრიმიტიული ხდება. სივრცეში, სადაც ფანჯრებისა და საათების არარსებობის გამო დროზე იშვიათად თუ დაფიქრდება ვინმე – ამ „გენიას” იმდენ ხანს მოუფრთხილდებიან სათუთად, რამდენ ხანსაც მოთამაშე ისურვებს. მას კი სულ უფრო მეტჯერ მოუნდება, ხოლო მიკერძოებული ფორტუნა უმეტესად მასპინძელს გაუღიმებს.
ათასწლეულების მანძილზე ადამიანები აზარტულ თამაშებს მორალური თვალსაზრისით აფასებდნენ. ძველი ბერძნები მას სახელმწიფო წესრიგისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევდნენ, ეგვიპტელები ქალაჩუნობად, ეკლესია კი დღემდე ცოდვად მოიხსენიებს. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ამერიკის კოლონიზატორებმა ამ კონტინენტის უძველესი ტაძრები და უნივერსიტეტები, მათ შორის იელი და ჰარვარდი, ნაწილობრივ სწორედ თამაშში მოგებული ფულით ააშენეს. მხოლოდ რამდენიმე ათწლეულია, რაც მისი სამედიცინო ხასიათი ინტერესის საგანი გახდა. მრავალწლიანი გამოკვლევების შემდეგ ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გემბლინგს, ალკოჰოლიზმსა და ნარკომანიასთან ბევრი რამ აკავშირებს და ის უთუოდ დაავადებაა.
იმისთვის, რომ მსგავსი კავშირის არსებობაში დარწმუნებულიყვნენ, 2001 წელს ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში მეცნიერები სპეციალური აპარატის მეშვეობით მოთამაშეების ტვინს დააკვირდნენ. მათი კვლევის ობიექტს ტვინის ის უბნები წარმოადგენდა, რომლებიც ცნობილია ალკოჰოლური და ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედებისას სიამოვნების მომნიჭებელი ნივთიერების – დოფამინის წარმოქმნით. კვლევამ აჩვენა, რომ იგივე ნივთიერება გამოიყოფა გემბლერებშიც – არა მხოლოდ მოგების, არამედ თამაშის პროცესისას. „ამ გამოკვლევებმა აზარტული თამაშები სხვა ნეირობიოლოგიური დამოკიდებულებების რუკაზე მოათავსა”, განაცხადა ამერიკის ნიუ იორკის ვეილ კორნელის სამედიცინო ცენტრის ნევროპათოლოგმა ბარი კოსოფსკიმ.
მაგრამ მხოლოდ ქიმია თამაშში ვერ ჩაგითრევს. აქ დიდი მნიშვნელობა პიროვნების ხასიათს აქვს. 2005 წელს ამერიკელმა, ბრიტანელმა და ახალ ზელანდიელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს გამოკვლევების შედეგები, რომელიც 1000 ბავშვს ჩაუტარდა. მათი ერთ-ერთი მიზანი იყო, განესაზღვრათ – რა ტემპერამენტის ადამიანები ხდებიან ყველაზე ხშირად დამოკიდებულნი. შედეგებმა ისინი დაარწმუნა, რომ აკვიატებულ მოთამაშეებს, ალკოჰოლიზმით დაავადებულებსა და ნარკომანებს ნეგატიური ემოციურობის ერთნაირად მაღალი მაჩვენებელი აქვთ. აღინიშნება ნევროზი და საკუთარი თავის მსხვერპლად აღქმისკენ მიდრეკილება. გემბლინგით შეიძლება ნებისმიერი დაავადდეს, ვისაც ავანტიურა პრობლემების გადაჭრის საუკეთესო ხერხად ეჩვენება. ცნობილია ისიც, რომ მათ რიგებში მამაკაცები ჭარბობენ და ორჯერ მაინც აღემატებიან ქალთა რაოდენობას. კაცები ძირითადად 20 წლის ასაკიდან იწყებენ თამაშს, ხოლო ქალებისთვის ზღვარი 30 წელზე გადის. იოლი ფულის შოვნის ცდუნების ან დეპრესიის გამო, ისინი მალევე ხდებიან აზარტული თამაშებისკენ პათოლოგიური მიდრეკილების მსხვერპლნი.
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ქვეყნებში, სადაც კარგად არის განვითარებული სათამაშო ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის 1.5% გემბლინგით ავადდება. რასაკვირველია, სათამაშო დაწესებულებების სტუმრებს შორის უმეტესად არიან ადამიანები, რომლებიც წელიწადში რამდენჯერმე გართობისთვის თამაშობენ, მაგრამ ეს მათზე გავლენას არ ახდენს. როგორც 55 წლის ლელა ამბობს, ის 10 წელია თამაშობს, მაგრამ ყოველთვის იცის სად გაჩერდეს – „მქონდა შესაძლებლობა გარედან დავკვირვებოდი მოთამაშეებს, სწორედ ამიტომ დიდი იმუნიტეტი გამომიმუშავდა. და საერთოდ, კაზინო ადამიანების ნამდვილ სახეს ხშირად გვანახებს. დამინახავს, როგორ აცლის მეგობარი მეგობარს „ფიშკებს”. არადა, ერთი შეხედვით, თითქოს სხვაგვარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა...” – აზარტული დამოკიდებულება, მორალურ კანონზე მაღლა ხშირად დგება. ის არც სოციალურ საფეხურებს სცნობს, უბრალოდ ერთ ვალუტაში ახურდავებს ხელისუფალსა და მუშას – მარტივი მიზნით, რაც შეიძლება მეტი გამოსძალოს! ლელა ხშირად აღმოჩენილა შავ სიაში. კარგად იცოდა როგორ მოეგო ბანქოს გადამწყვეტი ხელი და შეცდომებსაც ნაკლებს უშვებდა. ამიტომ „არაადამიანური მოპყრობით, ხშირად გამოვუპანღურებივარ დაცვას კაზინოდან. მაგრამ მე უფრო ძლიერი ვარ!”
ფსიქოლოგებმა გემბლინგი, იგივე ლუდომანია, საერთაშორისო დაავადებათა კლასიფიკაციაში შეიტანეს, როგორც „აზარტულ თამაშებში ხშირად განმეორებადი მონაწილეობა, რომელიც დომინირებს სუბიექტის ცხოვრებაში და მიჰყავს ის სოციალური, პროფესიული, მატერიალური და ოჯახური ფასეულობების დაქვეითებისკენ, არ ეთმობა საკმარისი ყურადღება მოცემული სფეროების ვალდებულებებს”.
აზარტული თამაშებით პათოლოგიურად დაავადებულები ხშირად განიცდიან დეპრესიას, სტრესს, ახასიათებთ ნაკლები ტოლერანტობა, არაადეკვატურობა, ფრუსტრაცია... მწუხარებისგან თავის დაღწევისთვის სჭირდებათ ახალი თამაში. ხშირად დამოკიდებულება იმდენად ძლიერია, რომ მოთამაშე ბოროტმოქმედი ხდება. ატლანტიკ სიტიში კაზინოს გახსნის შემდეგ, დანაშაულის რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა.
„ბოჰემურად მცხოვრები... ბანქოს მოსიყვარულე, გესლიანი, მკბენარი და ცოტა არ იყოს ბოროტიც... სად ჰქონდა ოჯახი კაცმა არ იცოდა, ხან ერთ სასტუმროში ცხოვრობდა, ხან – მეორეში... ხანდახან და ხანდახანზე უფრო ხშირად სათამაშო ქაღალდები ეჭირა ხელში... თამაშის სიყვარულის შედეგად კი, ანახორეტად ცხოვრობდა სასტუმროში, მჟავე კიტრითა და ხაშით იკვებებოდა... უყვარდა აზარტული თამაშები, კონკრეტულად კი ბაკარა... ბანქო და ნარდი მის დიდ გატაცებას წარმოადგენდა”, – ასე ახასიათებდნენ მისი თანამედროვეები გემბლერ აკაკი წერეთელს. როგორც ჩანს, არც დიდი პოეტები არიან დაზღვეულნი აზარტული სისუსტეებისგან. თუ მის მოსალოდნელ გაწმინდანებას გავითვალისწინებთ, გემბლერებს მფარველიც ეყოლებათ ზეცაში. თეოდორ დოსტოევსკი, ცნობილი რუსი მწერალი, თურმე მხოლოდ იმიტომ წერდა, რომ მოგებული ფულით კვლავ ეთამაშა. არც ილია ჭავჭავაძე იყო აზარტული თამაშების მიმართ გულგრილი, თურმე თავად ფალავანდიშვილთან თამაში მის სისუსტეს წარმოადგენდა.
ტყუილად არ ამბობენ, რომ გემბლერსა და რელიგიურ ადამიანს შორის განსხვავება, პირველის ღრმადმორწმუნეობაში უნდა ვეძებოთ. მოგების იმედს ცრურწმენათა მთელი არსენალი ამაგრებს. ბედნიერი მანტო, გიშრის თილისმა, გათვალვის საწინააღმდეგო ბრწკენა უკანალზე, მომგებიანი შელოცვები, ჯიბეში ჩაკუჭული ხატიც კი... ეს ყველაფერი რიტუალების მხოლოდ ნაწილია, რომელიც შემთხვევითობის ღმერთს უნდა მიართვა, აი იმას, კამათლის გაგორება რომ უყვარს!
ფსიქოლოგები ამ მრუდე რელიგიური გრძნობებისგან თავდასაცავად კონკრეტულ რეცეპტს ვერ გვთავაზობენ. თუმცა დასაწყისი ყველაფერს ერთი აქვს – აუცილებელია გემბლერი მიხვდეს, რომ მისი ქცევა აზარალებს არა მხოლოდ მის ფსიქიკას, არამედ გარშემო მყოფ ადამიანებსაც. რაციონალური ანალიზისთვის ფსიქოლოგი ნათია ბადრიშვილი, რომელიც მესამე წელია, ამ თემაზე მუშაობს, შემდეგ მეთოდს მიმართავს: „პაციენტთან ერთად ვცდილობ გავაანალიზო, რას გრძნობდა თამაშამდე 3-5-6 საათით ადრე, რამ მიიყვანა ის კიდევ ერთ თამაშამდე”. პრობლემის აღმოჩენის შემდეგ, გემბლერმა უნდა ისწავლოს თვითკონტროლის სტრატეგია, შეივსოს ის ნაკლოვანებები, რომლებიც თამაშისკენ უბიძგებს. თუმცა ფსიქოლოგთან საქართველოში ცოტა მიდის, მსგავსი კულტურის არარსებობას ემატება გემბლერების შესახებ სტატისტიკური მონაცემების უქონლობაც. საქართველოში არც მხარდამჭერი ჯგუფები არსებობს. გამოჯანმრთელებულმა გემბლერებმა რომ კურნების მაძიებლებს გამოცდილება გაუზიარონ. ფსიქოლოგთან კი ძირითადად ისინი მიდიან, ვისაც სხვა აღარაფერი დარჩა, გარდა მკურნალობისა. წარმატების მიღწევა ძალისხმევას საჭიროებს, კიდევ მრავალჯერ გააღვიძებს პაციენტს მარწყვების ხმა, მაგრამ გამოსავალი მხოლოდ ერთია – „უნდა მოუნდეს”, – ამბობს ფსიქოლოგი ნათია.
განკურნების მსურველი გემბლერებისთვის შტატ ილინოისში თვითშეზღუდვის მექანიზმი შემოიღეს. მათ შეუძლიათ საკუთარი თავი შეიყვანონ შავ სიაში, რომელიც სათამაშო დაწესებულებას უფლებას მისცემს მომავალში თამაშის მსურველი გემბლერი აღარ შეუშვას სათამაშო სივრცეში. თუმცა ასეთი გადაწყვეტილების მიღებაც თვითდისციპლინას მოითხოვს განკურნების მსურველის მხრიდან და შესაძლოა, არაეფექტურიც აღმოჩნდეს.
„აი, რომ შეგაზანზარებს და თამაში მოგინდება, ჩემო კარგო, მერე ვეღარაფერს გააკონტროლებ, ამიტომ მანამდე უნდა დაგეხმაროს ვინმე და უფრო გაგიგოს, ვიდრე გაგკიცხოს”, ამბობს გოგი. ის უკვე განიკურნა, თუმცა რა დასამალია, გამომშვიდობებისას ხელი ისე ჩამომართვა, თითქოს „ჯეირანს” მეთამაშებოდა. აი იმას, შენ რომ ბადე უნდა გააკეთო და იმან ქვა.