ბრიტანული გარდიანის ცნობით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფეხმძიმობის დროს მსუბუქად სმა ნაყოფის ჯანმრთელობას არ ვნებს. ეს გამოკვლევა ეწინააღმდეგება საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს, რომ ფეხმძიმე ქალმა მთელი ცხრა თვის განმავლობაში ალკოჰოლის მიღებისგან თავი უნდა შეიკავოს. კვლევა რამდენიმე ათას ფეხმძიმეზე ჩატარდა. მისი მიხედვით, კვირაში რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლის მიღების შემდეგ ნაყოფი ჯანმრთელია. კვლევის ერთ-ერთი ავტორის, დოქტორ აივონ კელის თქმით, 2000-დან 2002 წლამდე 11500 ახალდაბადებული ბავშვი გამოიკვლიეს. სწორედ ეს გახდა ამ დასკვნის გაკეთების უმთავრესი საფუძველი.
ალკოჰოლი და ფეხმძიმობა

tbl.ge/445
დაკოპირდა




