სტერილიზაცია - ქალის უფლება, რომელზეც ქმრის თანხმობას ითხოვენსტერილიზაცია, იგივე ქირურგიული კონტრაცეფცია პაციენტის უფლება და გაცნობიერებული არჩევანია. ეს პროცედურა შესაძლოა გაიკეთოს როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა. ქალის შემთხვევაში, კვერცხსავალ მილებს კვანძავენ, ახშობენ, რაც იწვევს რეპროდუქციული უნარის დათრგუნვას. მამაკაცის შემთხვევაში, სათესლე სადინარის ბლოკირება ხდება, რომლის შედეგიც ნაყოფიერების დათრგუნვაა. ქალის სტერილიზაცია ყველაზე ხშირად მშობიარობის შემდეგ ხდება, თუმცა, არსებობს ლაპარასკოპიული მეთოდიც.