სპეცოპერაცია კლუბებში

ბაია პატარაია: მაქვს შეგრძნება, რომ შეიარაღებული შევარდნა აღარ მოხდება

იქ რომ დარღვევები იყო, ამას დავამტკიცებთ, ეს არ არის პრობლემა, ომბუდსმენთან ერთად ვიმუშავებთ, კონკრეტულ დაზარალებულებს მივუყვანთ და დავუმტკიცებთ, რომ იქ ძალის გადამეტებას, არაპროპორციული ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ მე მაქვს შეგრძნება, ყოველ შემთხვევაში იმ მყოფ ადამიანებს ასე შევატყვე, რომ მსგავსი ფაქტი - შეიარაღებული შევარდნა, როდესაც ამის აუცილებლობა არ არსებობს, საქართველოში აღარ მოხდება, იმიტომ რომ სტანდარტი დადგინდა, მათ დაინახეს, რამხელა სოციალური პროტესტი მოჰყვა და ეს იქნება ბოლო გაუმართლებლად ძალის გადამეტება და პოლიციის მიერ არაპროპორციულად კონკრეტული სპეცოპერაციის შესრულება. [..] მოთხოვნები, რომელიც აქციაზე გაჟღერდა თავდაპირველად, სპონტანურად ჩამოიწერა და გაჟღერდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ეს აქცია გადაიქცა არა მხოლოდ „თეთრი ხმაურის“, არამედ საყოველთაო აქციად, მეც და სხვა ადამიანებიც სხვა როლში შევუერთდით გამოიკვეთა მთავარი პრობლემა, რომ საქართველო იქცა პოლიციური სახელმწიფოდ, სადაც პოლიცია თავს უფლებას მისცემს, ძალას გადაამეტოს და პასუხისმგებლობა არ აიღოს. აქ მინისტრი გახარია იქნება თუ ხაჭაპურიშვილი, მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, პოლიცია არ არღვევდეს კანონს და თუ დაარღვევს, პასუხს აგებდეს სამართლიანად. 

თქვა 12-13 მაისის აქციების ერთ-ერთმა აქტივისტმა, ბაია პატარაიამ. აქციის პირველ დღეს მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო. 12 მაისის ღამეს ორ ღამის კლუბში - ბასიანსა და გალერიში სამართალდამცველები შეიჭრნენ და იქ მყოფ ადამიანებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, მოგვიანებით კი ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შეკრებილი ადამიანები დაარბიეს.

კომენტარები