რწმენის თავისუფლება ადამიანის აბსოლუტური უფლებაა, ანუ ადამიანს რასაც უნდა იმას დაიჯერებს და ეთაყვანება. რელიგიის თავისუფლება ნიშნავს, რომ ადამინს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი რწმენა სხვადასხვა კანონიერი ფორმით.მაგრამ (!) მუხლებზე დაცემული პრემიერ-მინისტრს როცა ვუყურებ, არ მიმაჩნია ეს მისი რელიგიის თავისუფლების გამოხატულებად, არამედ მიმაჩნია სეკულარიზმის კრიზისად, სადაც სახელმწიფო ხელისუფლება მლიქვნელურად ემორჩილება საეკლესიო ხელისუფლებას (მლიქვნელურად იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლებას სურს იყოს ავტონომიური და არ ემორჩილებოდეს მეორეს) რა თქმა უნდა, ადამიან გიორგი კვირიკაშვილს აქვს სრული უფლება იყოს ნებისმიერი რელიგიის მიმდევარი და ჩოქვით შემოიაროს ნებისმიერი სამლოცველო, მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი საჯაროდ არ უნდა ფორთხავდეს არც ერთ ეკლესიაში, რადგან ის სახელმწიფო ხელისუფალია.ვისაც ჯიუტად არ მოუნდება ამ სტატუსის სწორად წაკითხვა, მათთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი - რწმენა და რელიგია ადამინის პირადი ცხოვრების ნაწილია და სრულად თავისუფალია მასში. მაგრამ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების/მთავრობის საჯარო ქცევა ნებისმიერ სამლოცველოში - პოლიტიკური აქტია და არა პირადი. თორემ გიორგი კვირიკაშვილი რომელ მოძღვართან დადის და რამდენად გულმხურვალე მორწმუნეა, ნამდვილად მისი პირადი საქმეა და არა ჩვენი მანამ, სანამ ასე არ გაასაჯაროებს
tbl.ge/1943
დაკოპირდა
წერს ქალთა მოძრაობის ხელმძღვანელი ბაია პატარაია საკუთარ Facebook-ზე
ამავე თემაზე
- კობახიძე პრემიერის განცხადებაზე: გამგები გაიგებს
- NGO-ები სეკულარიზმზე: პრემიერმა თავი უნდა შეიკავოს უპასუხისმგებლო განცხადებებისგან
- ბესელია: სეკულარიზმზე პრემიერმა ძალიან საინტერესო, ფილოსოფიური განცხადება გააკეთა
- ბოკერია: ჩვენი ამოცანაა, საქართველო იყოს მყარად სეკულარული სახელმწიფო
- ანთაძე: ბედნიერებაა, რომ პრემიერი უპირატესობას ადამიანურ შინაარსს ანიჭებს