მინდა, ამ საქმეს წერტილი დაესვას – ინტერვიუ ივერი მელაშვილთან"საზიზღრობა" – პირველად სწორედ ეს სიტყვა მოსდის თავში ივერი მელაშვილს, როცა სთხოვენ, გაიხსენოს, რა რეაქცია ჰქონდა, როცა გაიგო, რას ედავებოდა პროკურატურა მასა და ნატალია ილიჩოვას – "ჩემთვის სამშობლოს ღალატში დადანაშაულება ისეთივე ბრალდების ტოლფასია, როგორც დედის გაუპატიურებაში დადანაშაულება".