დავითგარეჯის საქმე

მელაშვილი: დაკითხვებზე ჩემთან ილიჩოვასკენ გადაჰქონდათ ისრები, მასთან კი – ჩემკენ

მე გამოკითხვაზე მეუბნებოდნენ, კაი, შენ პატრიოტი კაცი ხარ, მაგრამ ალბათ, ის ნატაშა [ილიჩოვა], ის რუსია და... ცხადია, პასუხი მიიღეს ძალიან მკაფიოდ. მერე ნატალიაც გამოტყდა, რომ იმასთან პირიქით ჩემკენ გადმოჰქონდათ ისრები, რომ ის იყო მთავარი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი და შენ, ალბათ, რასაც გავალებდა, იმას აკეთებდი. ამ პატარა მეთოდებს იყენებდნენ. 

რაც შეეხება ზემდგომიდან ვინმეს დასახელებას, ხომ არ ყოფილა ვინმეს დავალება, ზოგადად იყო ერთი კითხვა ჩვენების მიცემის დროს. სხვა დროს არ ყოფილა კონკრეტულად დასმული. 

თავიდანვე, პირველივე გამოკითხვაზე, როდესაც უმცროსიან-უფროსიანად ერთი 7, თუ 8 პროკურორი იჯდა, ვისთანაც ვსაუბრობდი და ძალიან დეტალურად ავუხსენი, რომ აქ დანაშაული არ არსებობს. არ არსებობს რაიმე იმის დამადასტურებელი, რომ, რასაც გვედავებიან, ვითომ რაღაც ტერიტორია ოდესღაც ჩვენ გვეკუთვნოდა სხვა საზღვრებში და ის ჩვენ დავთმეთ მოლაპარაკებების დროს, არაფერი არსებობს. არაფერი არსებობს, რომ საზღვარი იყო განსხვავებული, არც მიწათსარგებლობა, არც სხვა რუკა. ძალიან დეტალურად ავუხსენი და ასე მგონია, რომ გაიგეს. ეს განცდა მქონდა, რომ ყველაფერი კარგად გაიგეს. მერე რა გააკეთეს, ეს სხვა ამბავია

ამის შესახებ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ივერი მელაშვილმა TV პირველის ეთერში ისაუბრა. 

კომენტარები