დავითგარეჯის საქმე

კაპანაძე: ივერი მელაშვილმა მარტივი რამ თქვა, რისი გაგებაც ელემენტარულ საღ აზრს საჭიროებს

ანგაჟირებულობა და უცოდინრობა, ფაქტების არდანახვა და პროპაგანდისტული სიბრმავე მოედინება გუშინ საღამოს შემდეგ ქოცებისგან. პარლამენტარებით დაწყებული, რიგითი კოორდინატორებით დამთავრებული. 

ამ დროს ივერი მელაშვილმა მარტივი რამ თქვა, რის გაგებაც ელემენტარულ საღ აზრს საჭიროებს – ის ტერიტორიები, რაც ისტორიულად ჩვენია, თუ გვსურს, რომ იურიდიულადაც ჩვენი იყოს, გულზე მჯიღი კი არ უნდა ვირტყათ და ჩემია-ჩემია ვიძახოთ, მოლაპარაკებებში უნდა ვიყოთ აზერბაიჯანთან, როგორც მეგობარ ქვეყანასთან და უნდა იქ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე, სადაც დოკუმენტურად მტკიცდება, ხოლო სადაც არ მტკიცდება, უნდა გავცვალოთ სხვა ტერიტორიაში. 

იძახეთ ახლა "გარეჯი საქართველოა" და ახეთქეთ სადღეგრძელოები. რეალობა კი ისაა, რომ, როგორც არასდროს, ისე დაგვაშორა ივერისა და ნატალიას პროცესმა აზერბაიჯანთან სასაზღვრო დავების გადაწყვეტის საკითხს.

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილ ხელმძღვანელის, ივერი მელაშვილის ნათქვამს და ამ ნათქვამზე აგებულ სახელისუფლებო პროპაგანდას. ივერი მელაშვილმა გუშინ, 28 იანვარს TV პირველის ეთერში თქვა, რომ, როდესაც მოლაპარაკებების პროცესში "ერი იქნება, თუ ბერი, მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი". 

კომენტარები