დავითგარეჯის საქმე

წულუკიანი: მე რომ მელაშვილის ადვოკატი ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი, არ გამოჩენილიყო

მე რომ ვიყო ამ ბატონის ადვოკატი, მე მას ნამდვილად მივაცილებდი საპატიმროდან სახლში და ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ განაჩენის დადგომამდე და სასამართლოში აუცილებელი სხდომების დასწრების გარდა, არც მედიასთან გამოჩენილიყო და არც საზოგადოების წინაშე, ვინაიდან, მას შემდეგ, რაც მან ციხე დატოვა, მან აჩვენა ის, თუ რისთვის იღწვოდა ის, როგორც მომლაპარაკებელი და მეორე დღეა, ის იმდენად მუშაობს საკუთარი თავის წინააღმდეგ, რომ პროკურატურას, მე მგონი, სამუშაო აღარაფერი დარჩა.

მან ღიად თქვა ის, რასაც პროკურატურა ედავება, რომ რაც არ არის შენი, როგორ გახდება შენი და ეს იყო მომლაპარაკებელი, რომელსაც უკვე ჰქონდა პრეზუმფცია, ჯდებოდა რა მეზობელ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომ დაედგინა მათთან ერთად, თუ სად გადის ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს საზღვარი, პრეზუმფცია ჰქონდა, რომ მეორე მხარე რასაც ითხოვს, ეს არის სწორი. შესაბამისად, ის პირველ რიგში არის თავისი თავის მსხვერპლი, რადგან მან ვერ გაიგო, რაში ედება ბრალი

ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა იმედის ეთერში ისაუბრა. აზერბაიჯანთან საზღვრის დელიტიმაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ივერი მელაშვილმა 29 იანვარს, TV პირველის ეთერში თქვა, რომ "დავითგარეჯა, რა თქმა უნდა, საქართველო". 

კომენტარები