ყოფილი თანამშრომელი დეპუტატის წინააღმდეგ - ინტერვიუ ილია ჯიშკარიანის ადვოკატთანდღეს, 11 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსის ორ მძიმე მუხლში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.
მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის, თამთა თოდაძის ადვოკატი ამბობს, რომ დეპუტატს უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზეწოლისა თუ მტკიცებულებების განადგურების მცდელობა, საქართველოს მთავარი პროკურატურის აზრით, "აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა გირაოს გამოყენების შემთხვევაში".