ილია ჯიშკარიანი

ჯიშკარიანის ადვოკატი: თოდაძეს ჰქონდა კონკრეტული ამბიციები, ცნობადობის დიდი სურვილი

უხერხულია, მოყვეს სხვადასხვა ნიუანსი, რა განახორციელა თამთამ. უკვე მოდის აგრესია პირადად ჩემზე, თუ როგორ ვყვები ქალი იმას, რომ ადამიანი ასეთ მდგომარეობაში იყო და ეს გააკეთა. მე იძულებული ვარ ავხსნა, რომ მას ჰქონდა კონკრეტული მიზანი. ის დიდი ხანია უკმაყოფილო იყო იმ მდგომარეობით. იყო კონფლიქტური ბოლო პერიოდში. ის დადიოდა სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებში გასაუბრებაზე. ერთგან მან მიიღო შეთავაზება, რომ დიდ პოლიტიკურ ტრიბუნაზე გავიდოდა. მას ჰქონდა პოლიტიკური ამბიციები, ცნობადობის დიდი სურვილი. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ადასტურებენ მოწმეები და ეს ყველაფერი საქმის გარემოებებში გამოვლინება. ნამდვილად არ მინდა მისი დისკრედიტაცია, მაგრამ, იძულებული ვხდები, კითხვებს ვუპასუხო. მიზანი დადასტურდა, თუნდაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რომ ბატონი ილია მას ხელშეკრულებას არ უგრძელებდა. ჯერ გაიგზავნა ყველა თანამშრომლის ხელშეკრულება და მოგვიანებით, მეორე დღეს, იქ ადამიანების ჩარევით გაიგზავნა მისი ხელშეკრულება. ეს ადამიანი იყო გაბრაზებული და კონკრეტულად ბატონ ილიას აბრალებდა ამას. მიაჩნდა, რომ მას უნდა ჰქონოდა გავლენები და მაღალ თანამდებობაზე, მაღალანაზღაურებად სამსახურში დაენიშნათ. 

ამბობს ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, TV პირველის ეთერში. ცნობისთვის, თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პროკურატურამ ქალი დაზარალებულად შემთხვევიდან 8 დღის შემდეგ, 8 ოქტომბერს ცნო და ბრალი წაუყენა ილია ჯიშკარიანს. ჯიშკარიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

კომენტარები