ილია ჯიშკარიანი

ჯიშკარიანი თოდაძეზე: ძალიან გაბრაზებული ვარ ამ ახალგაზრდა გოგონაზე

​ძალიან გაბრაზებული ვარ ამ ახალგაზრდა გოგონაზე. ახალგაზრდების რეკომენდაციით მოხვდა ჩემთან 2017 წელს. ჰქონდა ის მოვალეობა, რა საქმიანობასაც ეწევიან ბიუროში - ადამიანების მიღება და გაცილება. უცებ გაუჩნდა წინ და მაღლა კარიერული სვლის ამბიცია. მე შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი და რეკომენდაციებიც არსებობს. ეს გაახსენდა ცოტა სხვა მდგომარეობაში და ამით მომაყენა დიდი ზიანი. ახლა უნდა, თავს ლაფიც დამასხას.

თქვა ილია ჯიშკარიანმა TV პირველის ეთერში. შეგახსენებთ, თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პროკურატურამ ქალი დაზარალებულად შემთხვევიდან 8 დღის შემდეგ, 8 ოქტომბერს ცნო და ბრალი წაუყენა ილია ჯიშკარიანს. ჯიშკარიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

კომენტარები