პოლიციელზე თავდასხმა

მოკვლით დაემუქრა, პოლიციის მანქანა დააზიანა – პოლიციელებზე თავდასხმისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს. 

"ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს, ზესტაფონში, სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე მათ ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი დააზიანა. სამართალდამცველებმა მამაკაცი განაიარაღეს და შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავეს". - წერს უწყება. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები