პოლიციელზე თავდასხმა

ჭიათურაში, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული ს.ი., 1999 წელს დაბადებული გ.შ., 2000 წელს დაბადებული ა.მ.  და 1994 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს.

"გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ, რის შემდეგაც მას ჯგუფურად თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

თავდასხმის შედეგად, პატრულ-ინსპექტორმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიიღო, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ". - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები