პოლიციელზე თავდასხმა

ურეკში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 13 პირის ახლობლებმა გზა გადაკეტეს

ურეკი
კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

სასამართლომ ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ 13 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რასაც ახლობლების პროტესტი მოჰყვა. 

ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. ახლობლებმა რამდენიმე წუთის განმავლობაში ურეკის ცენტრალური გზა გადაკეტეს, რასაც ხმაური მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ დაკავებულები უდანაშაულოები არიან და სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა. 

ახლობლები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ. 

სამართალდამცველებმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე, დაბა ურეკში 13 პირი 25 ივნისს დააკავეს. უწყების ცნობით, პოლიციელებმა 1988 წელს დაბადებული შ.ლ. დააკავეს და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ დაკავებულის ნაცნობები, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი და, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.  

პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

 

 

 

 

კომენტარები