პოლიციელზე თავდასხმა

შსს: გორში პოლიციელს თავს დაესხნენ და დაზიანება მიაყენეს – დავაკავეთ 1 ადამიანი

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში, სტალინის გამზირზე პოლიციელს თავს დაესხნენ და ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს. უწყების ცნობითვე, მომხდარზე 2 000 წელს დაბადებული ს.ყ. დააკავეს.  

"დაზიანება აღენიშნება ცხვირის მიდამოში - ნაფლეთოვანი ჭრილობა აქვს. სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით არის მიყენებული". - ამბობს ექიმი. 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები