გამოცემა The New York Times წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 8 ივნისს ჰორმუზის სრუტეს მახლობლად აშშ-ს არმიის Apache-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, ეკიპაჟის ორივე წევრი კი უვნებლად გადაარჩინეს.
NYT-ს ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს და არ არის ცნობილი, Apache ირანის ცეცხლით ჩამოაგდეს, მექანიკური გაუმართაობა ჰქონდა თუ სხვა პრობლემა შეექმნა.
მოგვიანებით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი NYT-ს ცნობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეკიპაჟის ორივე წევრი გადარჩა და ინციდენტთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს ახლო მომავალში გაასაჯაროებს.




