ქუთაისში, კორპუსის ფასადის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა 8 ივნისს, შარტავას მოხდა.
ადგილობრივი მედია ინფო იმერეთი თვითმხილველის კომენტარს ავრცელებს.
"საშინელი ტრაგედია მოხდა, ფასადის რეაბილიტაციაზე მუშაობდა კაცი და მე-3 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა" - ამბობს თვითმხილველი.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.





