ქუთაისი

სასტუმრო COMMUNAL KUTAISI გამოცემა TIME-ის "2024 წლის საუკეთესო ადგილების" სიაში მოხვდა

სასტუმრო Communal Kutaisi
Time

ქუთაისში მდებარე სასტუმრო Communal Kutaisi გამოცემა Time-ის 2024 წლის საუკეთესო ადგილების სიაში მოხვდა.

გამოცემამ ხაზი გაუსვა სასტუმროს დიზაინს, რომელშიც ქალაქის კულტურული წარსული არის ასახული.

სასტუმროს დიზაინი კატია სამსონაძეს ეკუთვნის. Communal Kutaisi-ს ტერიტორიაზე მოქმედებს რესტორანი Doli, რომელიც გამოცემამ ასე დაახასიათა:

"სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული რესტორანი Doli, ნახშირისფერი ჭერით და რესტავრირებული კერამიკული ბუხრით, მწერალთა სალონს გავს". – წერს Time.

Communal სასტუმროების ქსელია, ქუთაისის გარდა ბრენდი თბილისსა და თელავშია წარმოდგენილი.

კომენტარები