ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმებს და პოლიციელებს სცემეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ს თანახმად, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე, პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა და 126-ე, ძალადობის, მუხლით დაიწყო.
ინფო იმერეთის ცნობით, ავტოქარხნის დასახლებაში, ერთ-ერთ კლინიკაში ნარკოტესტისთვის მოქალაქეები გადაიყვანეს, რის შემდეგაც მათ მიერ ნარკოტესტზე უარის თქმას ჯერ სამედიცინო პერსონალთან, შემდეგ კი პოლიციელებთან დაპირისპირება მოჰყვა.
ქუთაისი
ქუთაისში ნარკოტესტირებაზე გადაყვანილმა პირებმა ექიმებს და პოლიციელებს სცემეს





