თბილისის მერია

მხოლოდ თბილისში არ ხდება, ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც – კალაძე ქუჩების დატბორვაზე

ივანიშვილის თბილისის მერი, კახა კალაძე დედაქალაქში მოსულ ნალექთან დაკავშირებით, რომელმაც თბილისში პრობლემები შექმნა და ქუჩები დატბორა, ამბობს, რომ ეს მხოლოდ თბილისში "არ ხდება". 

"როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები, ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე, მხოლოდ თბილისში არ ხდება. ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც, ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებშიც, ეკონომიკურ უფრო ძლიერ დედაქალაქებშიც, სადაც არსებობს თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ყველაფერი მოწესრიგებულია, თუმცა დროის გარკვეულ მონაკვეთში მოსული უხვი ნალექი, რა თქმა უნდა, პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი ინფრასტრუქტურისთვის. 

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს თბილისში, ან მის მოგვარებაზე არ უნდა ვიმუშაოთ, პირიქით, სწორედ ამიტომ 2017 წლიდან მოყოლებული, სადაც ვიწყებთ სამუშაოებს საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით პირველი, რასაც ვაკეთებთ არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, სანიაღვრე სისტემების მოწყობა და ა.შ." - განაცხადა კახა კალაძემ. 

ცნობისთვის, 20 ივლისს, ღამით თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შქმნა, დაიტბორა ქუჩები.

კომენტარები