სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 1.7%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 5.9% შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 7.5%-ით გაიზარდა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:
- თევზეული (+21.3%)
- ხილი და ყურძენი (+11.8%)
- ხორცი და ხორცის პროდუქტები (+10.1%)
- ბოსტნეული და ბაღჩეული (+9.3%)
- პური და პურპროდუქტები +7.7%)
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (+7.3%)
- ზეთი და ცხიმი (+6.3%)
- რძე, ყველი, კვერცხი (+4.5%)
- ყავა, ჩაი, კაკაო - (+3.2%)
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (+0.8%)
საქსტატის ცნობითვე, წინა წელთან შედარებით, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასი - 6.5%-ით გაიზარდა, ტრანსპორტზე - 10.3%-ით. განათლება 2.4%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 7.5%-ით, ჯანდაცვა - 4.9%-ით, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 6.5%-ით, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 2.9%-ით.
ოფიციალური დათვლით, ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად კავშირგაბმულობაზე შემცირდა - 4%-ით. ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა 2.4%-ით გაიაფდა, დასვენება/გართობა/კულტურა - 0.4%-ით.





