ინფლაცია საქართველოში

თევზეული 20.4%-ით, ხორცი 9.8%-ით, ხილი 8.7%-ით გაძვირდა – წლიური ინფლაცია 5.8%-ია

financial tribune

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციამ 5.8% შეადგინა. 

გასული 1 წლის განმავლობაში ფასები ყველაზე მეტად, 16.5%-ით გაზრდილია ტრანსპორტის ქვეჯგუფზე, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.87%-ით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 24% და სატრანსპორტო მომსახურებაზე 11.8%. 

რაც შეეხება სურსათს, საქსტატის ცნობითვე, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, წინა წელთან შედარებით, ფასები 5.6%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.92%-ით აისახა, მათ შორის ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • თევზეული - 20.4%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9.8%;
  • ხილი და ყურძენი - 8.7%;
  • პური და პურპროდუქტები - 6.6%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 5.5%;
  • ზეთი და ცხიმი - 5.5%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 4.2%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 1.8%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 1.8%;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 0.4.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაძვირდა: 

  • ტრანსპორტი - 16.5%;
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 8.4%;
  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 7.3%;
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 7.2%;
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 5.6%;
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 5.4%;
  • ჯანმრთელობის დაცვა - 4.7%;
  • განათლება - 2.4%;
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 2.1%;
  • დასვენება, გართობა და კულტურა - 0.9%;

ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიაფდა:

  • კავშირგაბმულობა - 6%;
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 2.2%;

ქვემოც მოცემულ გრაფიკზე აღნიშნულია ინფლაციის მაჩვენებელი 2026 წლის მაისთან შედარებით:

 

კომენტარები