სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 1.2% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8%.
საქსტატის ცნობითვე, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, წინა წელთან შედარებით, ფასები 10.6%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55%-ით აისახა, მათ შორის ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- თევზეული - 20.5%;
- ხილი და ყურძენი - 16.9%;
- პური და პურპროდუქტები - 14.3%;
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 10.2%;
- ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9.7 პროცენტი;
- ყავა, ჩაი და კაკაო - 9.4%;
- ბოსტნეული და ბაღჩეული - 8.8%;
- ზეთი და ცხიმი - 8.7%;
- რძე, ყველი და კვერცხი - 8.6%;
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 6.8%.
ჯანმრთელობის დაცვა 8.3%-ით გაძვირდა, ფასები გაიზარდა საავადმყოფოების მომსახურების - 9%, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის - 8.3%, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების - 7.7%-ის ქვეჯგუფებზე.

ბოლო ერთ წელიწადში გაძვირდა:
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 10.6%;
- ჯანმრთელობის დაცვა - 8.3%;
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 8.1%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 7.4%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 3.5%;
- განათლება - 2.2%;
ბოლო ერთ წელიწადში გაიაფდა:
- კავშირგაბმულობა - 4.6%-ით;
- დასვენება, გართობა და კულტურა - 2.5%-ით;
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 1.8%-ით;
- ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 0.6%-ით;
- ტრანსპორტი - 0.3%-ით.
უცვლელი დარჩა ფასი შემდეგ ქვეჯგუფზე: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი.
ქვემოც მოცემულ გრაფიკზე აღნიშნულია ინფლაციის მაჩვენებელი 2025 წლის დეკემბერთან შედარებით:






