უნგრეთი-უკრაინა

მადიარმა ზელენსკის შეხვედრა შესთავაზა

პეტერ მადიარი
REUTERS/Marton Monus

უნგრეთის არჩეული პრემიერმინისტრი პეტერ მადიარმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინულ ქალაქ ბერეგოვში პირველი შეხვედრის გამართვა შესთავაზა.

ამის შესახებ მადიიარმა ბერეგოვოს მერის, ზოლტან ბაბიაკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მადიარმა მასთან უნგრეთსა და უკრაინის საზღვართან მცხოვრები უნგრული უმცირესობის მდგომარეობა განიხილა.

"ჩვენ ვთანხმდებით, რომ ზაკარპატიაში მცხოვრები უნგრელების ინტერესებშია უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების თავიდან დაწყება. ამის საფუძველზე, ივნისის დასაწყისში ვიწყებ ინიციატივას უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ, სიმბოლურად - ბერეგოვოში" - აღნიშნა მადიარმა.

"დროა, რომ უკრაინამ დაასრულოს ათ წელზე მეტი ხნის საკანონმდებლო შეზღუდვები, ხოლო ზაკარპატიის უნგრელებმა აღიდგინონ თავიანთი ყველა კულტურული, ენობრივი, ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო უფლებები და კვლავ გახდნენ უკრაინის თანასწორი და პატივცემული მოქალაქეები... თუ ამ საკითხების გადაწყვეტა მოხერხდება, ჩვენ ნამდვილად შევძლებთ უკრაინულ-უნგრულ ორმხრივ ურთიერთობებში ახალი თავის დაწყებას" - დაამატა მადიარიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2025 წელს განათლების საკითხებზე უკრაინის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისებს "პერსპექტიულად, მაგრამ არასაკმარისად" მიიჩნევს.

კომენტარები