უნგრეთი-უკრაინა

უნგრეთმა ყოფილი უკრაინელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

9 მაისს უნგრეთის დედაქალაქის, ბუდაპეშტის ცენტრში დააკავეს, ხოლო შემდეგ ქვეყნიდან გააძევეს უკრაინის მოქალაქე, რომელიც ადრე დიპლომატის პოზიციას იკავებდა.

ოფიციალური ბუდაპეშტის თქმით, უნგრეთის ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ბუდაპეშტის ცენტრში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომლის საქმიანობაც "სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის სუვერენიტეტს":

"უცხოელთა და მიგრაციის საკითხების გენერალურმა სამმართველომ ჯაშუშობის ეჭვის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის აკრძალვის შესახებ. გარემოებების დადგენის შემდეგ მამაკაცი გავაძევეთ უნგრეთის ტერიტორიიდან, ვინაიდან მისი საქმიანობა სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს," - ნათქვამია განცხადებაში.

მედია Telex-ის ინფორმაციით, დაკავებული და გაძევებული მამაკაცი რამდენიმე წლის წინ ბუდაპეშტში უკრაინის საელჩოში დიპლომატად მუშაობდა, თუმცა უკვე დიდი ხანია აღარ ფლობს დიპლომატიურ სტატუსს უნგრეთში.

მისი მეუღლე კი ბუდაპეშტში მდებარე უკრაინული რესტორნის მფლობელია.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი ტიხიმ, დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარისას აღნიშნა: "დროა, უნგრეთის ხელისუფლებამ ბოლო მოუღოს უსაფუძვლო ანტიუკრაინულ ისტერიას".

კომენტარები