საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდში კენჭისყრა დასრულდა. სინოდმა გამოირჩია სამი საპატრიარქო კანდიდატი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გამარჯვება-დამარცხების ბედი არ წყდებოდა, მოსაყდრე შიომ მოახერხა ხმათა ნახევარზე მეტის - 20 ხმის მოგროვება, რაც გაფართოებულ კრებაზე გამარჯვებისთვის არის საჭირო.
თუ ხმათა რაოდენობა უცვლელი დარჩა, მიტროპოლიტი შიო გაფართოებულ კრებაზე პირველივე ტურში გაიმარჯვებს და გახდება საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი შიო III.
მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ მიტროპოლიტი იობი 7 ხმით, მიტროპოლიტი გრიგოლ ასევე 7 ხმით.
ხმების მცირე ნაწილი, დანარჩენი 4 ხმა სხვა კანდიდატებზე გადანაწილდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს, 22:10 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. 17 მარტს დილით საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქი კლინიკაში შინაგანი სისხლდენით გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ილია მეორე, კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.





