ძალიან მიჭირს იმის ყურება, რომ სამწუხაროდ ვხედავ გარკვეულ დამაპირისპირებელ ხმებს, კომენტარებს, შეფასებებს თავად ეკლესიის შიგნიდან, რაც ვფიქრობ, რომ არ ეკადრება პატრიარქის ხსოვნას. სინოდის თითოეული წევრი, ყველა ეპისკოპოსი ხელდასხმულია კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ, ყველა არიან მისი სულიერი შვილები, ასევე, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მოსაყდრედ წლების წინ გამორჩეულია მეუფე შიო. მგონი, ყველამ პატივი უნდა სცეს, უპირველეს ყოვლისა, კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას, ყველამ ღირსეულად უნდა ატაროს ის ხელდასხმა, რაც კათოლიკოს-პატრიარქისგან აქვს მიღებული. [...]
ყველას მიმართ მექნება უმორჩილესი თხოვნა, რომ ღირსეულად გაიარონ ეს პროცესი, რომ ღირსეულად გაგრძელდეს ის საქმე, რომელიც ილია II-მ თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით თითოეულ მათგანს ჩააბარა. ამ განსაკუთრებულ მდგომარეობას, რასაც სინოდის წევრობა, ეპისკოპოსობა ჰქვია, სჭირდება განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ტარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა ეპისკოპოსი ხელდასხმულია ერთი პატრიარქის მიერ. ამიტომ, მიჭირს მე როცა ვუსმენ ისეთ კომენტარებს, როდესაც ხდება პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით საუბარი და შეფასებები. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ მსგავსი შეფასებებისგან. ხელისუფლება ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მორიდებულები ვიყოთ ამ მხრივ ჩვენ კომენტარებში და მივცეთ შესაძლებლობა ეკლესიას და წმინდა სინოდს მაქსიმალურად ღირსეულად იყოს ეს პროცესი ჩატარებული.





