მხოლოდ ამ მადლის მეშვეობით შეიძლება, ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას ჩვენ. ეს არის დიდი, გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევა და ვევედროთ ჩვენ უფალს, რომ მოგვცეს ეს მადლი, ეს ცოცხალი წყალი. შეგვაძლებინოს, მივიღოთ გადაწყვეტილება ბრძნული, გონიერი, ღვთის ნებით, ჩვენი ეკლესიისთვის და ერისთვის სასარგებლო.
და ისევე როგორც 49 წლის წინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გამორჩევით მრავალი სიკეთე მოხდა, აღსრულდა ჩვენს ეკლესიასა და ერში, ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი ილია II-ის გზის გაგრძელების. ეს არის გზა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების, ღვთის მსახურების, ხალხის სიყვარულის, ერთსულოვნებაზე ზრუნვის, საქართველოში მშვიდობის და გაერთიანების მსახურების და თავგანწირული მსახურების.
საპატრიარქო არჩევნები
მეუფე შიო: ვევედროთ უფალს, შეგვაძლებინოს, მივიღოთ გადაწყვეტილება ბრძნული, გონიერი




